სანტიაგო კანისარესი: რეიესი მისგან გმირის ხატის შექმნას არ იმსახურებს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" ყოფილმა მეკარე სანტიაგო კანისარესმა კომენტარი გააკეთა ხოსე ანტონიო რეიესის დაღუპვის შესახებ. მისი თქმით, მომხდარი მოვლენა ადეკვატურად უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. 

"მაღალი სიჩქარით სიარული დანაშაულია. რეიესის გარდა ავტოკატასტროფაში სხვა ადამიანიც დაიღუპა. რეიესი არ ისმახურებს მისგან გმირის ხატის შექმნას.  ეს არ ნიშნავს, რომ არ მეწყინა მომხდარი ამბავი და გარდაცვლილების სულისთვის არ ვლოცულობ"- დაწერა კანისარესმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, ესპანელი ნახევამრცველი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.  ის გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა საკუთარ Mercedes Benz Brabus S550-ს. ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა.
ესპანური პოლიციის ცნობით რეიესი დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა

altსაშინელი ამბავი - 35 წლის რეიესი ავტოავარიის შედეგად გარდაიცავალა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზოგიერთები, ნუ ეხევით დანას. გადაჭარბებული სიჩქარით სიარულს, გამართლება არა აქვს.
simarTle.
11 იანვარი 2020 22:24
0
ტიპი 200-ით მიქროდა და საკუთარი 22 წლის ბიძაშვილიც უკან გაიყოლა... ძალიან მეწყინა მისი გარდაცვალება, ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანი იყო.
პ.ს. რაც თავი მახსოვს ყოველთვის ყველაზე სამართლიანი და ადეკვატური კაცი იყო კანისარესი და დღემდე ეგეთად რჩება. უდიდესი მეკარე
superman
03 ივნისი 2019 10:52
2
გმირი არც არავის შეუქმნია მისგან, უბრალო სადაც თამაშობდა, იმ გუნდებმა პატივი მიაგეს მის ხსოვნას. კანისარეს, რა ბოღმა ყოფილხარ
02 ივნისი 2019 19:52
20
ბოღმა რა შუაშია, კაცი ასპროცენტიან სიმართლეს ლაპარაკობს. ახლა ვინც აქ გამოხტებით და ვითომ მხურვალე ჭირისუფლები გამოხვალთ, კანისარესზე ძალიან გეწყინათ რეიესის სიკვდილი? და შენ აქ რომ გვეუბნები, თქვენ არ გივლიათ ჩქარაო, ეგ გამართლებაა? თუ გვივლია, ესე იგი ჩვენც მიგვიქარავს. ამ პატარა ქვეყანაში ყოველ წელს ასეულობით ადამიანი იღუპება ზედმეტად ჩქარა სიარულის გამო.
ზურა
05 ივნისი 2019 08:22
0
დისლაიქისტებო, ჯერ არ დაგირღვევიათ ვითომ არასოდეს და ერთხელაც საავარიო სიტუააცია არ შეგიქმნიათ გადაჭარბებული სიჩქარის გამო? ესა ვართ ქართველები, თფუი თქვენს სამართალს, კაცი დაიღუპა და თქვენ მამა აბრამის ბატკნები ხართ არა?
03 ივნისი 2019 17:06
5
Cadi sheni......
კახა ქ.
02 ივნისი 2019 18:13
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული