სანტიაგო კანისარესი: რეიესი მისგან გმირის ხატის შექმნას არ იმსახურებს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" ყოფილმა მეკარე სანტიაგო კანისარესმა კომენტარი გააკეთა ხოსე ანტონიო რეიესის დაღუპვის შესახებ. მისი თქმით, მომხდარი მოვლენა ადეკვატურად უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. 

"მაღალი სიჩქარით სიარული დანაშაულია. რეიესის გარდა ავტოკატასტროფაში სხვა ადამიანიც დაიღუპა. რეიესი არ ისმახურებს მისგან გმირის ხატის შექმნას.  ეს არ ნიშნავს, რომ არ მეწყინა მომხდარი ამბავი და გარდაცვლილების სულისთვის არ ვლოცულობ"- დაწერა კანისარესმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, ესპანელი ნახევამრცველი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.  ის გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა საკუთარ Mercedes Benz Brabus S550-ს. ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა.
ესპანური პოლიციის ცნობით რეიესი დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა

altსაშინელი ამბავი - 35 წლის რეიესი ავტოავარიის შედეგად გარდაიცავალა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზოგიერთები, ნუ ეხევით დანას. გადაჭარბებული სიჩქარით სიარულს, გამართლება არა აქვს.
simarTle.
22:24 11-01-2020
0
ტიპი 200-ით მიქროდა და საკუთარი 22 წლის ბიძაშვილიც უკან გაიყოლა... ძალიან მეწყინა მისი გარდაცვალება, ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანი იყო.
პ.ს. რაც თავი მახსოვს ყოველთვის ყველაზე სამართლიანი და ადეკვატური კაცი იყო კანისარესი და დღემდე ეგეთად რჩება. უდიდესი მეკარე
superman
10:52 03-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული