"ბარსელონამ" მომავალი სეზონისთვის ჭადრაკისებრი ფორმა გაამზადებინა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" თავის საიტზე გუნდის ახალი საშინაო ფორმის კომპლექტის ფოტოები გამოაქვეყნა.

ფორმა კლუბის ტრადიციულ ფერებშია გადაწყვეტილი, მაგრამ ხაზების ნაცვლად ჭადრაკისებურადაა გაწყობილი, საყელოს წინა მხარეს კი კატალონიის დროშის ფერებია ჩადგმული.

"ეს რაღაც ახალი და საინტერესოა. შესაძლოა, წინა ვარიანტებისგან განსხვავებულია, მაგრამ კლუბის სულისკვეთება 100%-ითაა გადმოცემული.

ფორმა გუნდის გულშემატკივრებთან ურთიერთობას ასახავს, რაც ჩვენ წინ მიგვიძღვის", - აღნიშნა "ბარსას" მცველმა პიკემ.

"ბარსელონას" ტექნიკური სპონსორი ფირმა Nike-ია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმ ყვითელს (განსაკუთრებით ჩ.ლ-ის, მერე ვერ ვიტან) და ვარდისფერს ყველაფერი მირჩევნია!
0

სიახლეები პოპულარული