ხორვატებმა "ბარსელონას" ახალ ფორმას დასცინეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალი ფორმის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით. მაისურები ჭადრაკის დაფის მსგასად არის შექმნილი.

როგორც კლუბში განაცხადეს, ფორმის შექმნისას დიზაინერების შთაგონების წყაროს "ბარსელონას" ერთ-ერთი უბანი - ეშამპლე წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ არტისტული შთაგონების საწყისი ქალაქის დასახლება იყო, "ბარსას" მაისურის ფორმა ძალიან ჰგავს ხორვატიის ეროვნული გუნდის მაისურს. სწორედ ეს მსგავსება იყო უკვე ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის პოსტის შთაგონების წყარო.

"კარგი მცდელობაა, "ბარსელონა", თუმცა წითელ-თეთრ კვადრატებს მაინც ვერ აჯობებთ".
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ როგორც "ბარსას", ისე ხორვატიის ეროვნული გუნდის მაისურებს ამერიკული კომპანია Nike-ი ამზადებს. "ბარსელონას"
ახალი ფორმის გაყიდვა კი დღეიდან დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბიზნესის ეს... ფორმებიც ჩვეულებრივი ბიზნესია..
Dato
04 ივნისი 2019 17:32
0
ბარსას 10 % ითამაშონ ჩვენმა გუნდებმა და რაც უნდათ ის ჩაიცვან
მესი
04 ივნისი 2019 16:28
2
ბოლოსდაბოლოს დაუტოვეთ ბარსას თავისი ტრადიციული ლურჯ-ბროწეულის შეფერილობის ფორმები!!!!!! რა ამბავია ამდენჯერ ფორმების შეცვლა, ვერ გავიგე რა?. ჯერ ის რა უბედურება იყო ყვითელი, ვარდიფერი ფორმები. ეს უჯრედებიანი ახალი ფორმის ფერები მომწონს, არ მომწონს უჯრედები.ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამდენ ექსპერიმენტებს!
გია1
04 ივნისი 2019 14:33
5
გიორგი, როგორ დავწყნარდე როცა რამის მთელ მსოფლიოში ბარსას ფორმებზე გიჟდებოდნენ ფანები! ეხლა ექსპქრიმენტების დონეზე დავეცით.
გია1
04 ივნისი 2019 17:50
1
კაი ძმაო, დაწყნარდი
George
04 ივნისი 2019 15:54
0

სიახლეები პოპულარული