"ვალიადოლიდის" 7 ფეხბურთელი თამაშის ჩაწყობაშია ეჭვმიტანილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის პოლიცია ატარებს გამოძიებას ლა ლიგის 38-ე ტურის მატჩის გარშემო, რომელშიც "ვალიადოლიდი" სახლში "ვალენსიასთან" დამარცხდა - 0:2. აღნიშნული შეხვედრა 18 მაისს გაიმართა.

როგორც El Mundo იტყობინება, ვალიადოლიდური კლუბის 7 ფეხბურთელი არის ეჭვმიტანილი. გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელებმა დაახლოებით 10 000 ევროს ოდენობის ფსონები გააკეთეს და ორჯერ მეტი უნდა მოეგოთ იმ შემთხვევაში, თუ "ვალიადოლიდი" ორივე ტაიმს წააგებდა. საერთო ჯამში ასეც მოხდა. აღსანიშნავია ის, რომ გარიგებაში მხოლოდ ფეხბურთელები მონაწილეობდნენ და მომხდართან ხელმძღვანელობას არანაირი კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, აღნიშნული მოგებით "ვალენსიამ" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გაინაღდა,
ხოლო "ვალიადოლიდი" იმ დროისთვის ლა ლიგაში დარჩენილი იყო. "მფრინავმა თაგვებმა" 61 ქულა მოაგროვეს და მეოთხე ადგილზე გავიდნენ, ხოლო "ვალიადოლიდმა" 41 ქულით მე-17 ადგილი დაიკავა და სეგუნდაში გავარდნილ "ჟირონას" 4 ქულით გაასწრო.

altესპანეთში მატჩების გარიგების ბრალდებით ლა ლიგის ფეხბურთელები დააკავეს

altესპანეთის პოლიციამ მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის დაკავების კადრები გაავრცელა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნწ, არ უნდოდათ, ძალით გააკეთებინეს, ვიღაცის მკურნალობისთვის ჭირდებოდათ მაყუთი..
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული