მადრიდის "რეალმა" ლუკა იოვიჩის დამატების შესახებ ცნობა გაავრცელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი შეიძინა - ამის შესახებ "სამეფო კლუბის" ვებგვერდი იუწყება.

ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რის შემდეგაც კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მადრიდში 2025 წლის ივნისამდე დარჩება.

სერბმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 32 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, "რეალს" ფეხბურთელის ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული