"რეალმა" "ბარსელონას" აღზრდილი "იაპონელი მესი" იყიდა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ტოკიოს" 18 წლის ნახევარმცველი ტაკეფუსა კუბო მადრიდის "რეალში" განაგრძობს კარიერას. ამის შესახებ ინფორმაცია მადრიდელთა პრესსამსახურმა გააავრცელა.

საინტერესო გახლავთ ის, რომ კუბო "ბარსას" აღზრდილია და კატალონიელთა სისტემაში 4 წელი გაატარა, 2011-დან 2015 წლამდე.

ესპანურ გრანდს ტრანსფერის ღირებულების შესახებ არაფერი უთქვამს, თუმცა სხვადასხვა წყარო ამბობს, რომ "რეალს" იაპონელი ფეხბურთელი 2 მილიონი ევრო დაუჯდა.

ამ სეზონში 18 წლის ნახევარმცველმა იაპონური კლუბის შემადგენლობაში 17 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 9 ივნისს სალვადორის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, 67-ე წუთზე "ზალცბურგის" ფორვარდ
ტაკუმი მინამინოს ნაცვლად შევიდა მოედანზე.

იაპონელი მადრიდელთა მე-6 ახალწვეულია ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს. აქამდე "რეალმა" კონტრაქტები როდრიგოსთან, ედერ მილიტაოსთან, ლუკა იოვიჩთან, ფერლან მენდისა და ედენ აზართან გააფორმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხომ ხედავთ რა გამეტილები ვართ რეალისთვის, რომ "სასახლეც" გავუგზავნეთ.
vasiko
18:01 14-06-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული