ესპანეთში 12-წლამდელთა შორის LaLiga Promises-ის ტურნირი მიმდინარეობს, სადაც "სევილია" "ვილიარეალს" შეხვდა.
ყველას ყურადღება "სევილიას" ფეხბურთელმა იბრაჰიმ სოუმ მიიპყრო, რომლის სიმაღლე 175 სანტიმეტრია. ის გასულ სეზონში "მალაგაში" თამაშობდა და 29 გოლი გაიტანა.
გულშემატკივრები ეჭვობენ, რომ სენეგალელ სოუს ასაკი გადაკეთებული აქვს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ.
ერთმა მომხმარებელმა ირონიულად იკითხა:"სევილია", რითი კვებავთ ამ ბავშვებს?", რაზეც უპასუხეს:"ეს კლუბის საიდუმლოებლოებაა".