ნეიმარი "ბარსელონელ" მეგობრებს: "დამშვიდდით, მე დავბრუნდები"

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.

"დამშვიდდით, მე დავბრუნდები", - მისწერა ნეიმარმა "ბარსელონელ" მეგობრებს WhatsApp-ით.

ნეიმარი სისტემატურად ესაუბრება "ბარსას" თავდამსხმელებს, ლეო მესისა და ლუის სუარესს.

"ბლაუგრანაში" ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი ამ გუნდის ნახევარმცველმა კოუტინიომ გააკეთა.

"ნეიმართან თამაში, ეს რაღაც განსაკუთრებულია. ის შესანიშნავია.

არ ვიცი, გადმოვა თუ არა, მაგრამ როდესაც ნეიმარის თამაშზე მეკითხებიან, ხალხს ვუყვები იმ ბედნიერებაზე, რასაც მასთან ერთად ასპარეზობისას განვიცდი", - ციტირებს კოუტინიოს კატალონიური "სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალში გაქვს მომავალი თუ ჭკუა გაქვს მაგრამ გაქვს?
საბო
19:42 23-06-2019
8
ამის ფასი მაქს. 40 ლიმონია მეტი არა.
ჯორკაეფი
16:06 26-06-2019
0

სიახლეები პოპულარული