მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ლიონელ მესი იუბილარია.
დღეს, 24 ივნისს, არგენტინის ნაკრების კაპიტანს 32 წელი შეუსრულდა. მესის მშობლიურმა კლუბმა "ბარსელონამ" დაბადების დღე "ტვიტერის" გვერდზე მიულოცა და ვიდეოც გამოაქვეყნა წარწერით:
"ვხედავდით, როგორ იზრდებოდი. ჩვენ შენს სახელს ვსკანდირებდით. უდიადესო! გილოცავთ დაბადების დღეს, ლეო!"
ლიონელ მესი "ბარსას" აღზრდილია და მთავარ გუნდში 2003 წლიდან თამაშობს. დღევანდელი მონაცემებით, ლეომ გუნდთან ერთად 34 ტიტული მოიგო, 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 8-ჯერ მოიგო ესპანეთის სუპერთასი, ასევე, 4-ჯერ დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის თასი, 3-ჯერ მოახერხა ევროპის სუპერთასსა და მსოფლიოს კლუბურ ჩემპიონატზე გამარჯვება.
ასევე, ლიონელ მესის 5-ჯერ აქვს მოგებული "ოქროს ბურთი" - ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მსოფლიო ფეხბურთში.
სხვათა შორის, 23 ივნისს ზინედინ ზიდანის დაბადების დღე იყო.