რიზა პერესტესი ცნობილია, როგორც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის, "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის, ლიონელ მესის ორეული.
როგორც Insolite TV იტყობინება, ფეხბურთელთან მსგავსების საშუალებით ძალიან ბევრ გოგონასთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი.
პერესტესის წინააღმდეგ სასამართლოში, სულ მცირე, 23-მა გოგონამ შეიტანა სარჩელი. რიზა ცნობილი 2017 წელს გახდა, როცა ირანულმა საინფორმაციო სააგენტომ Mehr News Agency-მ ფოტოსესია ჩაუტარა.
ადრე მესის ორეულმა განაცხადა, რომ პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია, უბრალოდ არგენტინელის სტილს მისდევს. თუმცა მათ შორის მსგავსება მართლაც გასაოცარია. ქუჩაში მოძრაობის დროს ხშირად არევიათ მესიში და ირანელისთვის არაერთხელ უთხოვიათ
ავტოგრაფის მიცემა.