ბეილს იტალიაში ახალი მსურველი გამოუჩნდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" შემტევი გარეთ ბეილი შეისაძლოა იჯარის წესით იტალიაში გაანათხოვრონ. როგორც Sport Mediaset იტყობინება უელსელით მილანის "ინტერი" არის დაინტერესებული და "შავ-ლურჯები" უკვე შეხვდნენ ბეილს. გამოცემა ვარაუდობს, რომ მადრიდის "რეალთან" მილანელები, სწორედ იჯარაზე შეთანხმდებიან.

აქამდე ესპანური წყაროები ამბობნენ, რომ ზინედინ ზიდანი "რეალის" წინასასეზონო შეკრებეაზე უელსელის წაყვანას აპირებდა. ამასთან ერთად, მადრიდში იმედოვნებენ, რომ კლუბის 11 ნომრის გაყიდვას მოახერხებენ და სჯერათ, რომ ბეილში საკმაოდ დიდ თანხას მიიღებენ.

განვლილ სეზონში 29 წლის თავდამსხმელმა ლა ლიგის 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი გაიტანა. მადრიდულ
კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე უთავმოყვარეო
სტეპანიჩი
12:43 30-06-2019
3

სიახლეები პოპულარული