ფრენკი დე იონგი: "ბარსელონაში" ყველა ფეხბურთელი ჩემი კერპია

AutoSharing Option
"აიაქსიდან" "ბარსელონაში" გადასულმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა სიხარული ვერ დამალა.

"მე მომწონს "ბარსელონა", რადგან თამაშის სტილით "აიაქსს" ძალიან ჰგავს და დარწმუნებული ვარ, აქ ასპარეზობით სიამოვნებას მივიღებ.

ბედნიერი ვარ, რომ მესისთან ერთად ვითამაშებ, მაგრამ "ბარსაში" ახლა ყველა ფეხბურთელი ჩემი კერპია", - ციტირებს დე იონგს კატალონიური კლუბის საიტი.

ჯერ კიდევ იანვარში "ბარსელონამ" დე იონგის ტრანსფერში 75 მილიონი ევრო გადაიხადა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დე იონგს აქვს ძალიან სასიამოვნო ღიმილი.
ნატო
18:25 06-07-2019
0
განსაკუთრებით არამზადა პიკე და ყურებჭამია სიმულიანტი სუარესი არსად დაგეკარგოს.
არადა კაცსა გავს
17:00 06-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული