საფრთხე "ბარსელონასთვის": შესანიშნავმა ოთხეულმა ერთხელ უკვე არ გაამართლა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Marca სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ "ბარსას" მიმდინარე სატრანსფერო ინტერესები, შესაძლოა გუნდისთვის მომგებიანი არ აღმოჩნდეს.

"ბარსელონა", რომელსაც განზრახული აქვს თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე საშიში თავდასხმის ხაზი შექმნას, ცდილობს ანტუან გრიზმანი და ნეიმარიც მოიყვანოს გუნდში და ისინი მესისა და სუარესთან გააერთიანოს.

ამ შემთხვევაში ერნესტო ვალვერდეს შესანიშნავი თავდასხმა ეყოლება, თუმცა "ბარსას" წარსულში არსებობს პრეცენდენტი, როცა მსგავსმა წინა ხაზმა არ გაამართლა.

2007/08 წლების სეზონში ხუან ლაპორტამ, რაღაც მსგავს მიაღწია, როცა ფრანკ რაიკაარდს გუნდში ტიერი ანრი მოიყვანა. ამ დროს, ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში
რონალდინიო, სამუელ ეტო'ო და ლიონელ მესი იყვნენ.

Sportall.Ge

ისინი "შესანიშნავ ოთხეულად" მონათლეს, თუმცა ამან ნაკლებად იმუშავა და ისინი მოედანზე ერთდროულად არასდროს ყოფილან. იმ სეზონში ჩატარებული 58 შეხვედრიდან მხოლოდ 4 შეხვედრაში შეეძლო რაიკაარდს მათი მოედანზე ერთად გაყვანა, თუმცა არცერთხელ არ გაუკეთებია ეს.

ჯერ სამუელ ეტო'ომ მიიღო ტრავმა, მერე ლიონელ მესის ჯერი დადგა. მესის გამოჯანმრთელებამდე რამდენიმე დღით ადრე კამერუნელი აფრიკის თასზე სათამაშოდ გაემგზავრა. მესიმ ისევ მიიღო ტრავმა და ამას რონალდინიოს პრობლემებიც დაემატა.

ყველაზე ხშირად ერთად მესის, ანრისა და რონალდინიოს ტრიომ ითამაშა და ეს 13 შეხვედრას მოიცავდა. შემდეგი ტრიო ანრი, მესი და ეტო'ო იყო (7 მატჩი) და ბოლოს რონალდინიო, მესი, ეტო'ო (3 თამაში). რა თქმა უნდა, რაიკაარდისთვის ცალკე თავსატეხი იქნებოდა წუთების განაწილების საკითხი ოთხივე მათგანი მუდმივად ჯანმრთელი რომ ყოფილიყო.

"იცით, 4 ფეხბურთელია 3 პოზიციაზე. ძალიან რთულია ბალანსის დაცვა, თუმცა არსებობს აფრიკის თასი, ასევე ტრავმებიც მოქმედებენ. თუ ვინმეს "შესანიშნავი ოთხეულის" ნახვა უნდა, კინოთეატრში წავიდეს", - განაცხადა მაშინ იოჰან კრუიფმა.

ყველაფერი გუნდში 2008 წელს ხოსეპ გვარდიოლას მოსვლით შეიცვალა. რონალდინიო გუნდიდან წავიდა, მომდევნო სეზონში მას ეტო'ო მიჰყვა, ხოლო მესიმ პროგრესი განაგრძო.

მაშინდელთან შედარებით, ახლა არგენტინელი 12 წლით უფროსია, გვერდით სუარესი ჰყავს და შესაძლოა მათ სიახლოვეს ნეიმარი და გრიზმანი გამოჩნდნენ ახალი "შესანიშნავი ოთხეულის" შესაქმნელად.

altუძლიერესი კვარტეტი?! - როგორ ითამაშებს "ბარსელონა" თუ სასურველ ტრანსფერებს გააკეთებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაიწყეს, დაიწყეს უკვე!
zurab
13:50 06-07-2019
2
მაშინ რონალდინიომ აურია. რაიკაარდს კიდე ყველა იდეა ამოწურული ქონდა. წელსაც იგივე მიხდება თუ ვალვერდე დარჩა. 4 ვრს ერთად კლოპი თუ ათამაშებდა. თან ნეიმარს ვერ იყიდიან
0

სიახლეები პოპულარული