18 წლის იაპონელმა ფეხბურთელმა "რეალის" ვარჯიშზე ყველა გააოცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 წლის იაპონელმა თავდამსხმელმა ტაკეფუსა კუბომ მადრიდის "რეალის" ვარჯიშზე საკუთარი ტექნიკით ყველა გააოცა.

იაპონელი ფეხბურთელი უკვე მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებს.

აღსანიშნავია, რომ კუბო "ბარსელონას" აღზრდილია, თუმცა მიმდინარე ზაფხულს პრინციპული მეტოქის ბანაკში არჩია გადასვლა. მედიის ინფორმაციით, ფორვარდის სანაცვლოდ "რეალმა" 2 მლნ ევრო გადაიხადა.

ზაფხულში კუბოს იაპონიის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, როცა სალვადორთან მატჩის 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, რითაც ყველაზე მეორე ახალგაზრდა იპოანელი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.

"ტოკიოს" მაისურით კუბომ 30 მატჩი ჩაატარა, სა
დაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო "იოკოგამას" მაისურით 6 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მოედანზე ხო არ გაახარეს და ეხლა 2 მილიონად კუბოც მიჰყიდეს
George
06:19 16-07-2019
0
ტალანტი აქვს ნამდვილად
goga
15:32 15-07-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული