პსჟ-ის ხელმძღვანელობა ეტყობა მიხვდა, რომ თავდამსხმელ ნეიმარის გუნდში ძალით გაჩერება გუნდს მხოლოდ პრობლემებს მოუტანს და მისი გაყიდვა გადაწყვიტა - ამ ინფორმაციას კატალონიური "სპორტი" ავრცელებს.
გამოცემა ამტკიცებს, რომ "პარი სენ ჟერმენი" "ბარსასთან" უკვე შეუდგა მოლაპარაკებას.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "ბარსელონას" ამჟამად ფული არა აქვს, "ატლეტიკოს" ფორვარდის, ანტუან გრიზმანის შესაძენად ბანკიდან სესხი აიღო და პარიზულ კლუბს იჯარის ვარიანტს და გაისად კონტრაქტის გამოსყიდვას სთავაზობს.