ისკომ "დორტმუნდში" გადასვლაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ისკომ "დორტმუნდში" გადაბარგება არ ისურვა.

ESPN-ის ცნობით, "დორტმუნდმა" "რეალს" ისკოს ტრანსფერზე წინადადებით მიმართა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი განაცხადა და კლუბებს შორის მოლაპარაკება არც დაწყებულა.

ბლანკოსს ისკოს გაყიდვა სურს, ის კი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგია. მოკლედ, "დორტმუნდში" თამაშს, "რეალის" სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ურჩევნია.

ისკოს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სამსახურით კი აგრეთვე "მანჩესტერია" დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული