"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლა ლიგის ელჩი გახდა.
ტოკიოში გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე, რომელშიც ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა და "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ მიიღეს მონაწილეობა, ანდრეს ინიესტას ლა ლიგის სამახსოვრო მაისურა გადასცეს.
ამჟამად 35 წლის ესპანელი ფეხბურთელი იაპონურ "ვისელ კობეში" თამაშობს.