გარეთ ბეილი ფეხბურთის უთამაშებლობაზე საერთოდ არ დარდობს - სამაგიეროდ, გოლფით ერთობა

AutoSharing Option
მიუნხენში Audi Cup-ზე ჩატარებული "რეალისა" და "ტოტენჰემის" მატჩისას (0:1) "ბლანკოსის" თავდამსხმელი გარეთ ბეილი გოლფს თამაშობდა. "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ უელსელმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

ესპანურმა El Confidencial-მა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ბეილი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მადრიდის გარეუბანში გოლფს თამაშობდა, "რეალის" მატჩი კი 2 საათით ადრე დაიწყო.

ბეილმა კარიერის ჩინეთში გაგრძელება არ ისურვა და "რეალში" კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე აპირებს დარჩენას, ანუ კიდევ 3 წელი.

მან ადრე თქვა, ფეხბურთს თუ არ მათამაშებენ, გოლფს ვითამაშებო. ჰოდა, თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდ პატივს ვცემ საზოგადოებრივ აზრს რონ იკიდებს, გუნდი რომელი რეგულარულად იჩენს უპატივცემულობას საკუთარი ლეგენდების მიმართ მეტის ღირსია. სიამოვნებით ვნახავდი ბარსელონაში
დავით
11:45 01-08-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული