"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი: ნეიმარის დაბრუნება გამორიცხულია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ჟორდი კარდონერმა განაცხადა, რომ პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის ტრანსფერი ვერ განხორციელდება.

"როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, ნეიმარის თაობაზე მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ამ ტრანსფერის გაჩარხვა რთულია. პასიური მსახიობებივით ვართ. ვიცით, ნეიმარი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, მაგრამ საკითხი იმან უნდა გადაწყვიტოს, ვინც პარიზში იმყოფება. ამ ეტაპზე ეს ტრანსფერი გამორიცხულია", - ციტირებს კარდონერს Goal.com-ი.

ადრე კატალონიურმა "სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს "პარი სენ ჟერმენი" ნეიმარის "ბარსაში" იჯარით გაშვებაზე თანახმაა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა შააკიკინეს ამ ნეიმარით.ბამპეს ვენაცვალე ერთი წიხლიც უნდა მიეყოლებინა მაგ აფერისტისთვის
G.l.
10:12 05-08-2019
0

სიახლეები პოპულარული