"ბარსელონამ" მარცხენა მცველი ჯუნიორ ფირპო "ბეტისისგან" 18 მილიონ ევროდ შეიძინა, კიდევ 12 მილიონი შეიძლება ბონუსების სახით გადაუხადოს და მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 200 მილიონია.
ფირპო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ის 6 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი დომინიკის რესპუბლიკიდან ესპანეთში გადასახლდა, მალაგას "ატლეტიკო ბენამელში" შეიყვანეს, სადაც ისკომ დაიწყო თამაში.
მაშინ ფირპო მესის "ტვიტერით" ლანძღავდა:
"მესი, იმედია, გიჟი შეგხვდება და ფეხებს მოგამტვრევს".
"მესი, ძუკნის შვილი ხარ".
"კარგი იქნება, თუ ვირთხის განავალი მესი ტრავმას მიიღებს. იმედია, მოკვდება და გოლს
ვეღარ გაიტანს".
ეს ნაწერები ჯუნიორს ახლა ამოუქექეს და თავი იმართლა: "იმ დროს ჩემი საუკეთესო მეგობარი "ბარსას" ფანი იყო და მის გასაბრაზებლად ათას საზიზღრობას ვწერდი. ჩემს მეგობარ გოგონაზე, ჯულიაზეც უამრავ სისულელეს ვწერდი, დღეს კი ჩემი მეუღლე და ჩემი ქალიშვილის დედაა. რა თქმა უნდა, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუ ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი".