ცნობილი გახდა თუ რა მოთხოვნები წაუყენა პსჟ-მ "ბარსას" ნეიმარის სანაცვლოდ

AutoSharing Option
goal.com- ის ინფორმაციით ნეიმარის სანაცვლოდ პსჟ "ბარსელონასგან"  50 მილიონ ევროსა და 2 ფეხბურთელს - ფილიპე კოუტინიოსა და ნელსონ სემედუს ითხოვს. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში პარიზელები მზად არიან ბრაზილიელი ფორვარდი კატალონიურ კლუბს დაუთმონ.

ნეიმარს "ბარსაში" დაბრუნება უნდა, კლუბში, რომელშიც 2013-2017 წლებში გამოდიოდა, თუმცა მხარეები ტრანსფერის თანხაზე ვერ თანხმდებიან. ასევე, გავეცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-მ ნეიმარის ყიდვა მადრიდის "რეალს" შესთავაზა.

მადრიდის "რეალის" ნაბიჯმაც არ დააყოვნა, ფლორენტინო პერესმა გასაოცარი კონტრაქტი გაუგზავნა ბრაზილიელს - 5-წლიანი ხელშეკრულება და წლიური ხელფასი 40 მილიონი ევრო.

ჯერ გადაწყვეტილი არაფერია,
"რეალს" ნეიმარისაგან პასუხი არ მიუღია, ბრაზილიელის მამამ კი ორაზროვანი კომენტარი გააკეთა, რომ მისი შვილი იქ იქნება, სადაც თავს კარგად იგრძნობს.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ 20 დღეზე მეტია დარჩენილი და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.



მკითხველის კომენტარები / 5 /
შეიძლება ვცდები,მაგრამ მგონია,რომ ეს ბიჭი იმ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს რასაც ადრე ბარსაში თამაშობდა,ვფიქრობ მასში იმ ფულის გადახდა არ არის საჭირო.და კიდევ :მიუხედავად იმისა,რომ კოუტინიომ წინა სეზონი თავი ვერ წარმოაჩინა,მგონია,რომ ეს ბიჭი არ უნდა გაუშვან და დააყენონ იქ სადაც ყველაზე მეტად გამოსდიოდა თამაში.
sake
17:18 10-08-2019
1
პერესი მაგარი მენეჯერია! სუ რო არ ჭირდებოდეს როგორც ფეხბურთელი მაიკებით ამოიღებს მაგ ფულს და რეკლამებით. ან თუნდაც ბარსას მოამატრბინებს ფასს.
ბოკინიო
15:47 10-08-2019
5

სიახლეები პოპულარული