ნეიმარის საქმეში მესი ჩაერთო - "ბარსელონა" პსჟ-ს კონკრეტული წინადადებით მიმართავს

AutoSharing Option
"დეილი სტარის" ცნობით, პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა "ბარსელონას" ლიდერ ლეო მესის სთხოვა, გუნდში დაბრუნებაში დაეხმაროს. მესი თხოვნის გარეშეც ცდილობს ნეიმარის დაბრუნებას და როგორც RMC Sport-ი იუწყება, კატალონიური კლუბი კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამს.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსა" "პარი სენ ჟერმენს" დაუკავშირდა, მოლაპარაკებას აწარმოებს და ნეიმარში ნახევარმცველ კოუტინიოსა და მნიშვნელოვან თანხას შესთავაზებს.

საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში პსჟ-სა და "ნიმის" მატჩისას პარიზელმა გულშემატკივრებმა ნეიმარის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

თავად ფეხბურთელს ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია და შეხვედრის განაცხადში არ იყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ხო გაგიხდა სახვეწრად საქმე სად გარბოდი რო გარბოდი. და კიდევ ვინც ეს უკან ბარსაში დააბრუნოს... მიუხედავად იმისა რო უმაგრესია...
barsa
02:51 12-08-2019
0
მერე მამიკომ რო რამოდენიმე წლის მერე კიდევ სადმე წაგათრიოს? თუ დაკაცდი უკვე და სიტყვა გეთქმის ოჯახში.d.d.
a.a.
17:42 12-08-2019
1

სიახლეები პოპულარული