"ვალენსიას" თავდამსხმელი, შესაძლოა, "ატლეტიკოში" 60 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდეს

AutoSharing Option
"ვალენსიას" თავდამსხმელმა როდრიგომ, შესაძლოა, კარიერა მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელოს. ეს ტრანსფერი მადრიდელებს, დაახლოებით, 60 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

მადრიდულ კლუბში თვლიან, რომ დიეგო კოშტასა და ალვარო მორატას მინიმუმ კიდევ ერთი კონკურენტი სჭირდებათ. მართალია, კლუბს ჯერ არ დაუწყია მოლაპარაკება თავდამსხმელის შესახებ, თუმცა სატრანსფერო თანხა უკვე დასახელდა.

გასულ სეზონში "ვალენსიას" თავდამსხმელმა კლუბის მაისურით ლა ლიგაში 33 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. წარმოშობით ბრაზილიელი როდრიგო ესპანეთის ნაკრების წევრია და ნაკრებში ჩატარებულ 18 შეხვედრაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული