კრიშტიანო რონალდო: ამის მერე ვაღმერთებ ზიდანს

AutoSharing Option
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ DAZN-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტური ფილმების სერიებში "Making Of" თავის ყოფილ მწვრთნელ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

"თვითრწმენა, რაც ფეხბურთელს სჭირდება, მხოლოდ საკუთარი თავიდან არ მოდის. თავდაჯერებულობაში ფეხბურთელს თანაგუნდელები და მწვრთნელი ეხმარება. შენ უნდა იგრძნო, რომ ამ ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ და ზიდანი სწორედ ამ განცდას მაძლევდა.

ის ძალიან მეხმარებოდა. მე მასთან მუშაობამდეც ძალიან დიდ პატივს ვცემდი, თუმცა მას შემდეგ ვაღმერთებ, რაც ის ჩემი მწვრთნელი გახდა.

ამის მიზეზი მისი პიროვნებაა, ის, თუ როგორ საუბრობს, როგორ უძღვებოდა გუნდს და როგორ
მეპყრობოდა მე. ის მეტყოდა ხოლმე: "კრის, დამშვიდდი, უბრალოდ შენი ფეხბურთი ითამაშე - შენ ის ხარ, ვინც თამაშში გადამწყვეტ სიტყვას იტყვის".

ზიზუ ჩემ მიმართ ყოველთვის გულწრფელი იყო და სწორედ ამიტომ მეყვარება ის ყოველთვის", - განაცხადა კრიშტიანომ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ორი უდიდესი სპორტსმენი,სამაგალითო ფეხბურთელები და დიდი კაცები.ასეთები იშვიათად იბადებიან
ღმერთს ებარებოდეთ
16:47 13-08-2019
2
ჰა ამათ ერთმანეთი ხომ არ მოსწონთ?
ვასკა
11:52 14-08-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული