"ბარსელონას" მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს ეჭვი ეპარება, რომ თავდამსხმელი ლეო მესი "ბეტისთან" მატჩში პირველივე წუთებიდან თამაშს შეძლებს.
As-ის ცნობით, დიდი ალბათობით, მესი მომავალ შეხვედრაში შეცვლაზე შევა.
მესიმ პირველი ტურის შეხვედრა "ბილბაოსთან" ტრავმის გამო გამოტოვა, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ 90 წუთი სათამაშოდ მზად არ არის.
"ბარსელონასა" და "ბეტისის" შეხვედრა 25 აგვისტოს "კამპ ნოუზე" გაიმართება.