მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ეტყობა, არ გარისკეს და ლა ლიგას მეორე ტურში "ბეტისთან"საშინაო მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს.
განაცხადში აგრეთვე არ არიან ფორვარდები ლუის სუარესი და უსმან დემბელე.
სამაგიეროდ შეხვედრისთვის ემზადება 16 წლის შემტევი ანსუ ფატი.
"ბარსელონასა" და "ბეტისის" მატჩი დღეს, 25 აგვისტოს 23:00 სათზე დაიწყება.
ლეო მესი "ბეტისთან" მატჩში სავარაუდოდ სასტარტოში არ იქნება