ნეიმარი ესპანურ სერიალში გადაიღეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი ცნობილ ესპანურ სერიალში, "ქაღალდის სახლში" (La Casa de Papel) გადაიღეს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

სერიალი, რომელსაც Netflix-ი იღებს, დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მათ შორის საქართველოშიც ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებს თვალს.

ნეიმარს, ბუნებრივია, ამ სერიალში ეპიზოდური როლი აქვს და კადრები ბრაზილიელი ფეხბურთელის მონაწილეობით ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გადაიღეს.

თუმცა გამორიცხული არც თავად ნეიმარზე სერიალის გადაღებაა, უფრო სწორად, ნეიმარის სატრანსფერო პროცესზე, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ჯერ არც დასრულებულა.



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეიმარის ახალ სერიალზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მის შესახებ სერიალებს ყოველდღე ვკითხულობთ სათაურით "მოდის არ მოდის"
0

სიახლეები პოპულარული