31 აგვისტოს, ლა ლიგას მე-3 ტურში "ბარსელონა" გასვლაზე "ოსასუნას" დაუზავდა - 2:2.
"ბარსას" ტრავმების გამო მესი, სუარესი და დემბელე ვერ დაეხმარნენ.
16 წლის ანსუ ფატიმ შეცვლაზე შესვლიდან 5 წუთში პრიმერაში პირველი გოლი გაიტანა და ესპანეთის ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.
გრიზმანს კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყია.
"ბარსელონა" 4 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 14 სექტემბერს "ვალენსიას" უმასპინძლებს.
პამპლონა. "ელ სადარი". 16 742 მაყურებელი
ოსასუნა - ბარსელონა 2:2
გოლები: 1:0 ტორესი (7), 1:1 ფატი (51), 2:1 არტური (64), 2:2 ტორესი (81, პენ)