"ატლეტიკომ" თამაში 0:2-დან შემოატრიალა - ფელიშმა პირველად გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ სექტემბერს, ლა ლიგის მესამე ტურში "ატლეტიკომ" სახლში "ეიბარი" 3:2 დაამარცხა.

არადა, თავიდან სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს.

პირველი გოლი გაიტანა პრიმერაზე "როხიბლანკოს" 19 წლის შემტევმა ფელიშმა, გამარჯვების გოლი კი პარტიმ 90-ე წუთზე გაიტანა.

დიეგო სიმეონეს გუნდი 9 ქულით ლიდერია და 14 სექტემბერს გასვლაზე "სოსიედადს" დაუპირისპირდება.

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 56 664 მაყურებელი
ატლეტიკო - ეიბარი 2:3
გოლები: 0:1 ჩარლზი (7), 0:2 არბილა (19), 1:2 ფელიში (27), 2:2 ვიტოლო (52), 3:2 პარტი (90)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული