გარეთ ბეილი: "რეალში" განტევების ვაცად მაქციეს - ხელმძღვანელებთან დალაპარაკება მომიწევს

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა გარეთ ბეილმა სეზონის დასაწყისზე ისაუბრა.

"გასაგებია, რომ განტევების ვაცად მაქციეს. ეს გულთან ახლოს მიმაქვს, თუმცა, შესაძლოა, ეს მთლად სამართლიანი არ არის.

გასული სეზონის დასასრული ჩემთვისაც და გუნდისთვისაც რთული იყო, ამის უარყოფა არ შეიძლება.

ვერ ვიტყვი, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ ვთამაშობ. პროფესიონალი ვარ და როდესაც მოედანზე გავდივარ, ბოლომდე ვიხარჯები - ნაკრებშიც და კლუბშიც.

თუ სიმართლე გინდათ გითხრათ, სიტუაცია გადაწყვეტილი არ არის. ვფიქრობ, ამაზე ხელმძღვანელებთან დალაპარაკება მომიწევს და რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ.

რაც შეეხება ნაკრებს, ვიცით, ზეწოლას განვიცდით, რადგან
ზაფხულში ორი მატჩი წავაგეთ. გვესმის ვითარება და ყოველ შეხვედრაში გამარჯვებას შევეცდებით", - ციტირებს ბეილს Sky Sports-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული