ხავიერ ტებასი: ნეიმარი კარიერას პარიზში ჩაამთავრებს

AutoSharing Option
ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა, პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის ესპანეთში შესაძლო დაბრუნებაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"ჩემპიონატის ინტერესის გასაზრდელად, მასში ვარსკვლავების მონაწილეობა აუცილებელია. თუმცა, ნეიმარი დიდად მნიშვნელოვანი არ არის.

თუ დაბრუნდა, ხომ კარგი, თუ არადა, ეს საჭიროდ არ მიმაჩნია, რამეთუ ჩვენი ლიგა ისედაც განაგრძობს პროგრესირებას.

ბრაზილიელი თავადაა დამნაშავე, რომ ვერ დაბრუნდა. მისი პსჟ-ში ტრანსფერი ასე ვთქვათ, სატრანსფერო ბაზრის გარეთ მოხდა და სპონსორების ხელშეწყობით განხორციელდა.

ასეთ შემთხვევაში, ამავე ფასად ფეხბურთელის გაყიდვა შეუძლებელია. ბაზრის წესების გათვალისწინებით, თუ ხელფასის შემცირებას და კლუბისადმი მოთხოვნას არ შეამცირებს,
კარიერას პარიზში ჩაამთავრებს", - განუცხადა ტებასმა As-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანეიმარი, პარიზში კი არა ლაზარეთში დაამთავრებს კარიერას, თავისი უდისციპლინობის გამო.
ვაჟა
21:09 06-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული