CNN Deportes-ის ჟურნალისტი მარტინ კასტილია ამტკიცებს, რომ შესაძლოა, თავდამსხმელი ლეო მესი "ბარსელონაში" უკანასკნელ სეზონს ატარებს.
მესი არ გამორიცხავს "ბარსადან" აბარგებას და კარიერის "ნიუელს ოლდ ბოიზში" გაგრძელებას.
ადრე მან არაერთხელ თქვა, რომ თუ "ბარსელონადან" წავა, მხოლოდ თავისი ბავშვობის გუნდში გადავა.
მესის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის მიხედვით, ყოველი სეზონის შემდეგ შეუძლია გუნდის დატოვება, ოღონდ ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას წინასწარ უნდა აცნობოს.