"ბარსელონას" ფეხბურთელს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თურქ ნახევარმცველ არდა თურანს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იარაღის უკანონო შენახვა-ტარების, სროლისა და პანიკის დათესვისთვის.

თურანი, რომელიც ახლა სტამბულის "ბასაკშაჰირშია" განათხოვრებული, არ წავა ციხეში, თუ მომდევნო 5 წლის განმავლობაში აღიარებს დანაშაულს, ანუ იმ ვადაში, რაც სასამართლომ გადაწყვეტილების ძალაში შეტანისთვის გამოყო.

32 წლის ნახევარმცველმა სტამბოლის ღამის კლუბში მომღერალ ბერქაი შაჰინს გასული წლის ბოლოს სცემა და თურქული ესტრადის ვარსკვლავად ქცეულ ბერქაის ცხვირი გაუტეხა.

მოგვიანებით, თურანი საავადმყოფოში მივიდა და იარაღიდან იატაკის მიმართულებით გაისროლა პანიკისა და შიშის გამოსაწვევად.

"ბასაკშაჰირში"
განაცხადეს, რომ მათ არდა 2.5 მილიონი ლირით დააჯარიმეს.

თურანი "ბარსელონაში" მადრიდის "ატლეტიკოდან" 2015 წელს გადავიდა 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ. თურქმა ფეხბურთელმა "ბარსას" რიგებში 55 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 4 ტიტული მოიგო. არდას თურქეთის ეროვნულ ნაკრებში 100 შეხვედრა აქვს გამართული, რომლებშიც თავი 17-ჯერ გამოიჩინა.

მომზადებულია skysports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა, როდის აქეთ არის "2.5 მილიონი ევრო დაახლოებით 350,650 ფუნტი"???
კარგად გადაამოწმეთ, იქნებ ლირა უნდა იყოს, არა?
აჩი
18:03 11-09-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული