ესპანური ტაბლოიდის აზრით, მწვრთნელ ზინედინ ზიდანს "რეალში" პრობლემები შეექმნა.
AS-ის მტკიცებით, ზიდანს კლუბის სტრუქტურაში იმხელა გავლენა აღარ აქვს, როგორიც დაბრუნებისას ჰქონდა.
მიზეზი რამდენიმეა. მთავარი ისაა, რომ ზიდანის დაბრუნების შემდეგ ჩატარებული 15 მატჩიდან "ბლანკოსმა" 6 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და ამდენივე წააგო. აგრეთვე, ზიზუს არ მოუწონეს რეგილიონის, სებალოსის და ლორენტეს გაშვება, რომლებიც ახალ კლუბებში ურიგოდ არ ირჯებინ.
გულშემატკივრებს არც პსჟ-ში მეკარე კეილორ ნავასის გაყიდვა მოეწონათ.
"ატლეტიკოსთან" 3:7 დამარცხება ქომაგებმა მტკივნეულად აღიქვეს და მიაჩნიათ, რომ თავდამსხმელი ვინისიუსი სწორედ ზიდანის გამო ვერ პროგრესირებს.
"ატლეტიკოსთან" 3:7 დამარცხება ქომაგებმა მტკივნეულად აღიქვეს და მიაჩნიათ, რომ თავდამსხმელი ვინისიუსი სწორედ ზიდანის გამო ვერ პროგრესირებს.