"რეალმა" პრიმერას მეოთხე ტურისთვის, "ლევანტესთან" მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა.
მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადში შეიყვანა ტრავმამორჩენილი ნახევარმცველი ედენ აზარი, რომელსაც სეზონის სტარტი გაუცდა.
აზარი გუნდთან ერთად ინტენსიურად ემზადება და სავარაუდოდ დღეს, 14 სექტემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
ბლანკოსი 5 ქულით მე-5 ადგილზეა.