14 სექტემბერს მადრიდის "რეალმა ლა ლიგის მე-4 ტურში "ლევანტეს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
"სამეფო კლუბი" პირველივე ტაიმში 3:0 დაწინაურდა. ქარიმ ბენზემამ დუბლი მიითვალა, ხოლო მესამე კაზემირომ შეაგდო. ფრანგ ფორვარდს 4 მატჩში უკვე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
სტუმრებმა ორი ბურთის გაქვითვა მეორე ტაიმში შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ მე-60 წუთზე კაზემირო ედენ აზარმა შეცვალა. ეს ბელგიელის სადებიუტო მატჩია "რეალის" ოფიციალურ მატჩში.