"ბარსელონამ" გაიმარჯვა - 16 წლის ვუნდერკინდმა ფატიმ ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 სექტემბერს, ლა ლიგას მე-4 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ვალენსია" 5:2 დაამარცხა.

16 წლის ფატიმ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი და საგოლე გადაცემაც გააკეთა. ასეთ ახალგზრდა ფეხბურთელს ესპანეთის ჩემპიონატზე აქამდე გოლი და საგოლე გადაცემა ერთ შეხვედრაში არ მიუთვლია.

დე იონგმა "ბარსაში" პირველი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ღამურებს" პირველად უხელმძღვანელა "ბარსელონასა" და "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა სელადესმა.

ტრავმამორჩენილმა სუარესმა შეცვლაზე შესვლის შემდეგ ბურთთან პირველივე შეხებით დალაშქრა ყოფილი თანაგუნდელის, სილესენის კარი, შემდეგ კი დუბლიც შეასრულა.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 81 617 მაყურებელი
ბარსელონა
- ვალენსია 5:2
გოლები: 1:0 ფატი (2), 2:0 დე იონგი (7), 2:1 გამეირო (27), 3:1 პიკე (51), 4:1 სუარესი (61), 5:1 სუარესი (82), 5:2 გომესი (90+2)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, ლანგლე, სემედო, ბუსკეტსი, არტური (ვიდალი 73), დე იონგი (რაკიტიჩი 70) , გრიზმანი, პერესი, ფატი (სუარესი 60)

ვალენსია: სილესენი, გარაი, პაულისტა, გაი, ვასი, პარეხო, კოკლენი, გუედესი (ჩერიშევი 67), ტორესი (კანგ-ინი 67), გამეირო, როდრიგო (გომესი 72)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი თამაშგარე კითხვა მაქვს რატომ არ აშუებთ ქარღულ კრივს რას ნიშნავს ეს იგნორი გულდასაწყვეტია ახლაც ჩვენი ტიტულოვანი სპორტსმენი ემზადება სარეიტინგო ბრძოლისთვის და რას ნიშნავს ეს დუმილი იმის მაგივრად მოტი აცია მისცეთ სრულ იგნორს უკეთებთ ალბათ გსმენიათ რამე ნიკოლოზ ღვინიაშვილზე ვინაა დღეა საქართველოს სახელით მოასპარეზე მასზე საიმედო ერთხელ მაინც მოვალეობა მოიხადეთ ნამდვილი არაპროფესიონალიზმია თქვენი მხრიდან ამ კონკრეტულ საკითხში
ლეონი
14:28 15-09-2019
0
ეს ანსუ ფატი მაგარი ვინმე დადგება ცოტა ხანში, უკვე კოჭებშივე ეტყობა.
გია1
12:35 15-09-2019
0

სიახლეები პოპულარული