"ბარსელონა" 16 წლის ნახევარმცველ ანსუ ფატის ხუთსეზონიან კონტრაქტზე მოელაპარაკა.
ფატი ბონუსის სახით 700 ათას ევროს მიიღებს, ხოლო თუ დუბლებში სისტემატურად ითამაშებს, წლიურ გასამრჯელოდ 300 ათასს დაუნიშნავენ.
პირველ გუნდში რეგულარულად ასპარეზობის შემთხვევაში, ანსუს ხელფასი 1 მილიონამდე გაეზრდება.
ანსუს ესპანეთის მოქალაქეობის მისაღებად მალე ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში ათამაშებენ.
ამას გარდა, "ბარსა" ხელშეკრულებას გაუგრძელებს ანსუს 21 წლის ძმას, ბრაიმას, რომელიც განათხოვრებულია.
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: ფატიმ რომ ჩვენთან ითამაშოს, ამაზე ფედერაცია მუშაობს
"ბარსელონამ" გაიმარჯვა - 16 წლის ვუნდერკინდმა ფატიმ ისევ გაიტანა [VIDEO]