კატალონიური "ბარსელონას" 16 წლის ნახევარმცველი ანსუმანე ფატი დაჩქარებული წესით გახდა ესპანეთის მოქალაქე და ესპანეთის 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
ფატის, რომელიც გვინეა ბისეუში დაიბადა, პორტუგალიის ნაკრებში თამაში შეეძლო, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა არჩევანი ესპანეთზე შეაჩერა.
ფატიმ პირველი შეხვედრები ლა ლიგაში წლევანდელ სეზონში ჩაატარა. ახალგაზრდა შემტევმა 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.