ფრანგი მწვრთნელი: აზარი ორთქმავალი კი არა მატარებლის ბოლო ვაგონია

AutoSharing Option
ცნობილმა ფრანგმა მწვრთნელმა როლან კურბისმა "რეალის" ნახევარმცველ ედენ აზარზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"აზარს ისე განიხილავდნენ, როგორც ორთქმავალს, რომელიც გუნდს წინ უნდა გაძღოლოდა, მაგრამ რეალობაში ამ "მატარებლის" ბოლო ვაგონი გახდა.

წინასასეზონო შეკრებაზე 6 თუ 7 კილოგრამით მომატებული გამოცხადდა. ეს უპატივცემულობაა. თუ ზარმაცია, მაშინ "რეალს" არ უნდა შეეძინა", - ციტირებს კურბისს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული