ESPN: ვალვერდე "ბარსელონას" ფეხბურთელების ნდობას კარგავს

AutoSharing Option
ამერიკული მედი ორგანიზაცია ESPN-ის ესპანურენოვანმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები გუნდის მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს მიმართ ნდობას კარგავენ. ამის მიზეზი, კი სეზონის ჩაგდებული სტარტია, რომლის დაგვირგვინებაც "გრანადასთან" განცდილი მარცხი (0:2) იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგაში გასვლაზე ჩატარებული მატჩებიდან ვერცერთი ვერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზეც, დარტმუნდში "მიღწეული" ნულოვანი ფრე მეკარე ანდრე ტერ შტეგენის დამსახურებაა.

ESPN-ის ჟურნალისტი, რომელიც "გრანდასთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ კლუბის გასახდელში იყო, წერს:

"რაღაც საოცრება ხდება. გუნდი ყოველგვარი ჟინისა და ინტენსივობის გარეშე თამაშობს. "ბარსელონას" ფეხბურთელები
მოედანზე ვერაფერს ქმნიან."

გამოცემის მიხედვით, ერნესტო ვალვერდეს სამსახურიდან გაშვებას "ბარსელონაში" არ აპირებენ. ესპანელ სპეციალისტს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული