22 სექტემბერს, ლა ლიგის მე-5 ტურში "რეალმა" გასვლაზე "სევილიას" 1:0 სძლია.
დაძაბული მატჩის 64-ე წუთზე გოლი თავურით ბენზემამ გაიტანა, რის შემდეგაც მასპინძლები ბევრს და უხიფათოდ უტევდნენ და "რეალმა" გაიმარჯვა.
"რეალი" 11 ქულით მეორე ადგილზეა. ამდენივე ქულით, ოღონდ ბურთების უკეთესი შეფარდებით ლიდერი "ბილბაოა", "ბარსელონა" კი 7 ქულით მერვე პოზიციაზეა.
ბენზემამ მიმდინარე პირველობაზე მეხუთე გოლი გაიტანა. მან წელს თავით 9 გოლი გაიტანა, რაც ტოპ 5-ის ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.
"რეალმა" 2016 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად არ დაარტყმევინა მოწინააღმდეგეს კარში - მაშინ "სოსიედადი" 3:0
დაამარცხეს.
კაზემირომ "რეალში" მე-200 მატჩი ჩაატარა.
სევილია. "სანჩეს პისხუანი".42 354 მაყურებელი
სევილია - რეალი 0:1
გოლი: ბენზემა (64)
სევილია: ვაცლიკი, კარისო (ნოლიტო 82), კარლოსი, რეგულიონი, ნავასი, ბანეგა, ფ. ვასკესი (ტორესი 52), ფერნანდო, ოკამპოსი, ჯორდანი (ერნანდესი 69), ლ. დე იონგი
რეალი: კურტუა, რამოსი, კარვახალი, ვარანი, მენდი, კროოსი, ხამესი (ვალვერდე 76), კაზემირო, ბენზემა, ბეილი, აზარი (ლ. ვასკესი 90)