ლა ლიგის მე-5 ტურში "სევილიასთან" თავისი გუნდის თამაშითა და გამარჯვებით (1:0) "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კმაყოფილი დარჩა.
"ბედნიერი ვარ და უდიდეს სიამოვნებას განვიცდი. ჩვენს თამაშზე ბევრი კითხვა იყო, დღეს კი ძალიან მაღალ დონეზე ვიასპარეზეთ.
ყველა ფეხბურთელს უნდა მივულოცო. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა.
ბენზემამ ისევ მოგვაგებინა. თავს შესანიშნავად ვიცავდით. ტაქტიკურად გამართულად ვითამაშეთ.
დაცვაში კარგი თამაში გამარჯვების ფუნდამენტი გახლდათ. დღეს ჩვენ მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ. ფეხბურთელები ერთმანეთისთვის იბრძოდნენ", - ციტირებს ზიდანს El Chiringuito TV "ტვიტერით".