"ბარსელონა" 5 ტურის შემდეგ ლა ლიგაში მე-7 ადგილზეა. ეს უკანასკნელ 25 წელიწადში მისი ყველაზე უარესი სტარტია და AS-ის ცნობით, მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გადაყენებასთან ახლოსაა.
გამოცემის მტკიცებით, ჩემპიონატის ორ უახლოეს მატჩში ქულების დაკარგვის შემთხვევაში, ვალვერდეს უთუოდ დაითხოვენ სამუშაოდან.
ვალვერდე "ბარსას" 2017 წელს ჩაუდგა სათავეში, კონტრაქტი კი მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
"ბარსელონა" პრიმერაზე მე-8 ტურში, 24 სექტემბერს "ვილიარეალს" უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ, 28 სექტემბერს სტუმრად "ხეტაფეს" შეხვდება.
კატალონიური გუნდის ჩაბარების მზადყოფნა უკვე გამოთქვა "ალ სადის" თავკაცმა ხავიმ.
ვალვერდეს მოხსნიან" style="height: 50px; width: 50px;" />ESPN: ვალვერდე "ბარსელონას" ფეხბურთელების ნდობას კარგავს
ერნესტო ვალვერდე: გაგვლახეს, მათ მეტის გატანა შეეძლოთ
აშკარა და დაუჯერებელი - "გრანადამ" "ბარსელონას" მოუგო და გალიდერდა! [VIDEO]