ნეიმარისა და "ბარსელონას" სასამართლო არ შედგა - ბრაზილიელმა სანაცვლოდ მისი შეძენა მოითხოვა

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარისა და "ბარსელონას" სასამართლო არ შედგა.

ნეიმარი "ბარსასგან" ბონუსების სახით საერთო ჯამში 43 მილიონ ევროს ითხოვს, კატალონიაში ჩაფრინდა კიდეც, მაგრამ სასამართლო გაურკვეველი ვადით გადაიდო და შეიძლება აღარც გაიმართოს.

ESPN-ის მტკიცებით, მხარეებმა გადაწყვიტეს, ურთიერთობა სასამართლოს გარეშე გაარკვიონ, ნეიმარი პარიზში დაბრუნდა და საქმეს მისი იურისტები მიხედავენ.

რადიო SER Catalunya-ზე პროგრამა Què t hi jugues-ის წამყვანები კი ირწმუნებიან, რომ ნეიმარი მზადაა ერთი პირობის სანცვლოდ უარი თქვას 43 მილიონზე - "ბარსელონამ" მისი შეძენის წერილობითი გარანტია უნდა მისცეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა, მოვემზადოთ ახალი საგა იწყება "ნეიმარი ითხოვს"
ვასკა
08:48 28-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული