ლეო მესი თაღლითი არ ყოფილა - სასამართლომ გაამართლა და საქმე დახურა

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო კოლეგიამ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი და მისი ფონდი უდანაშაულოდ ცნო.

საქმე აღძრული იყო მესის ფონდის მიმართ თაღლითობის მუხლით - ფულის გათეთრებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით.

მოსამართლე მარია ტარდონმა საქმის დახურვის გადაწყვეტილება მტკიცებულებათა არქონის გამო მიიღო და დაასკვნა, რომ ის მხოლოდ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეფუძნებოდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" თანხებს ბრიტანულ კომპანია Sidefloor Limited-ს ურიცხავდა და მათ ფეხბურთელის მამა და ძმა იღებდნენ.

ნოემბერში იტყობინებოდნენ, რომ მესის ფონდმა არ გამოიყენა შემოწირულობებით მიღებული სოცპროექტებისთვის განკუთვნილი თანხები.
2017 წელს კი წერდნენ, თითქოს მესის ფონდმა 10 მილიონი ევროს შემოსავლის დეკლარირება არ მოახდინა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეხლა "ამაში ასაქმეს" რა ეშველება სალაპარაკო მასალა, რომ გამოუცალეს ხელიდან? ეხლა დაწერს მესიმ ფულებით მოისყიდა სასამართლო და იმიტომ დახურესო. აბა გელოდებით ჩასაგრებულო.
ბარსა მესი
16:40 01-10-2019
0
ვერაფერი ხელჩასაჭიდი, რომ ვერ უპოვნეს საქმე დახურეს. აბა შემდგომში რეებს "გამოუცხობენ" ეს შობელ ძაღლები.
ვოვა
16:35 01-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული