Calciomercato: "ბარსელონა" სუარესის შემცვლელს ეძებს და ეს პიონტეკი იქნება

AutoSharing Option
"მილანის" პოლონელმა ფორვარდმა კშიშტოფ პიონტეკმა შესაძლოა "ბარსელონაში" ლუის სუარესი შეცვალოს.

ურუგვაელი იანვარში 33 წლის გახდა, თუმცა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის რეგრესს განიცდის. ესპანური კლუბის ხელმძვანელები ხვდებიან, რომ ლუისისთვის ასეთ ასაკში ფორმის პიკზე დაბრუნება რთული იქნება და ამიტომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის შემცვლელს შეიძენენ, - იტყობინება გამოცემა Calciomercato.

სუარესის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ და ესენი არიან: მარიო მანჯუკიჩი, ტიმო ვერნერი, ჰაიმე მატა "ხეტაფედან" და კშიშტოფ პიონტეკი. პოლონელი კლუბის პრიორიტეტული სამიზნეა.

წყაროს ცნობით, "ბარსელონა" მზადაა, პოლონელ თავდამსხმელში 50 მლნ ევრო გადაიხადოს.

25 წლის კშიშტოფმა "მილანში" 27 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ის "მილანს" იანვარში "ჯენოადან", 35 მლნ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სუარესი კი არ განიცდის რეგრეს, არამედ ხელმძღვანელობის მიდგომაა თვითონ რეგრესი. ლუი ბრწყინვალე ფეხბურთელია და როცა ფეხბურთელს აგრძნობინებენ, რომ ვიღაცით შეცვლას უპირებენ მოუკლებს თამაშს და ყველანაირ ხალის უკლავენ აი ეს არის მთავარი მიზეზი და არა მოგონილი რეგრესები, რაკიტიჩსაც ასე უპრაგუნოდ არ ექცევიან? ვერ გავიგე მანჯუკიჩი რა 20-ი წლის ბიჭია? დავუშვათ და მან შეცვალოს სუარესი. ლოგიკას ვერ ვხედავ. დაანებეთ თავი ამ კარგ ფეხბურთელებს! ეს ხელმძღვანელობა ვერ არის თავის ჭკუაზე.
გია1
16:32 01-10-2019
0
კვარაცხელია რუბინიდან?!
aburjga
16:04 01-10-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული