მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელის სახლი გაძარცვეს

AutoSharing Option
ლამის ყოველდღიურ ამბად იქცა წამყვანი კლუბების წევრი ფეხბურთელების გაძარცვა და გამონაკლისი არც მადრიდის "ატლეტიკო" გახდა, რომლის ნახევარმცველ ტომას პარტის სახლი მაშინ გაძარცვეს, როცა პატრონი მოსკოვში იმყოფებოდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

აღნიშნული შემთხვევა ორშაბათს, 30 სექტემბერს მოხდა, როცა ფეხბურთელი უკვე მოსკოვში იყო. სახლში მხოლოდ დამლაგებელი გახლდათ, თუმცა ის არ დაშავებულა. ნიღბიანმა მძარცველებმა ძვირფასეულობის წაღება შეძლეს, თუმცა ზარალის ოდენობა უცნობია.

პარტი კი დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს მორიგ შეხვედრას მოსკოვის "ლოკომოტივის" წინააღმდეგ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული