"სოსიედადის" 20 წლის ნახევარმცველი მარტინ ედეგორი სექტემბერში ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ჯილდოს პრეტენდენტები აგრეთვე ქარიმ ბენზემა (რეალი) და ჟერარ მორენო (ვილიარეალი) იყვნენ.
სექტემბერში ნორვეგიელმა 4 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ედეგორი სანსებასტიანურ გუნდში "რეალიდანაა" განათხოვრებული და მისი შეძენის სურვილი პრემიერლიგის კლუბებს აქვთ.